კორონავირუსის ახალი შტამი

53 გარდაცვლილი და 3 282 ინფიცირებული. მაჩვენებლები ისევ მატულობს. საქართველოში ომიკრონის დადასტურების შემდეგ მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ ეპიდემიოლოგები. ექიმების განცხადებით, კოვიდის ეს შტამი კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება, რამაც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა შეიძლება გამოიწვიოს – ეს კი პირდაპირ დაკავშირებულია ლეტალობის მაჩვენებლის ზრდასთან.  სპეციალისტები მოსახლეობას აცრისკენ, ბუსტერის დამატებისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.