კორონავირუსის ახალი შემთხვევები - საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

გართულებული ეპიდ-ვითარება. საქართველო ახალი კორონავირუსის გავრცელების პიკურ პერიოდში შედის. როდემდე გაგრძელდება პიკი უცნობია. ვითარების კიდევ უფრო გართულებას კი დეკემბრის თვეში პროგნოზირებენ.

გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ კიდევ 34 ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე 1085 გახდა. დღე ღამეში აღირიცხა ინფიცირების 3071 ახალი შემთხვევა.  გამოჯანმრთელდა 3 366 პირი. ყველაზე მასშტაბურად კორონავირუსი ახლა თბილისში ვრცელდება – 1314 შემთხვევა 24 საათში. ექიმები სხვადასხვა კლინიკაში 886 მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს მკურნალობენ. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 324 პირი. სულ საავადმყოფოებში მოთავსებულია 6 145 ადამიანი. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დილის მონაცემებით ჰოსპიტალურ სექტორში 364 თავისუფალი ადგილი იყო. პანდემიასთან ბრძოლის საკითხებზე მორიგი სხდომა გამართა საკოორდინაციო საბჭომ. განიხილება დამატებითი შეზღუდვების ამოქმედება.

გენო ოსიყმაშვილი დეტალებით.