კორონავირუსის ახალი შემთხვევები იმერეთში

მზარდია იმერეთის კლასტერიც. კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 16 სწორედ ამ რეგიონში დადასტურდა. დაინფიცირებული პაციენტების უმრავლესობა, ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის პედაგოგების კონტაქტია, ერთის ინფიცირების წყარო კი, ჯერ გაურკვეველია. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქუთაისის ლაბორატორიაში 1100-მდე საკვლევი ნიმუში აიღეს. იმერეთის რეგიონში გასული 72 საათის განმავლობაში კორონავირუსი 65 პირს გამოუვლინდა.