კორონავირუსის ახალი შემთხვევები და ვაქცინაციის მოლოდინი

კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა. ბოლო სამ თვეში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელი და 41 გარდაცვლილი.

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროგნოზირებს, რომ დღიური მაჩვენებელი იანვრიდან ისევ 5000 ფარგლებში იქნება. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს ვაქცინაციის დაწყების მზაობაზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ქვეყანა აქტიურად მუშაობს ევროკავშირთან, რათა „კოვაქსამდეკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გარკვეული დოზები იქნას მიღებული.