კორონავირუსის ახალი შემთხვევები აჭარაში

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი აჭარაში გამოვლინდა, რეგიონში გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი.

ინფიცირებულთაგან ერთი, ქობულეთში გუშინ გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეორე – კარანტინში იმყოფებოდა. ორივე პაციენტი გადაყვანილია რესპუბლიკურ საავადმყოფოში. გუშინ, რესპუბლიკურში თბილისის ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან სამკურნალოდ გადავიდა კიდევ ერთი პაციენტი, რომელიც ბათუმის მკვიდრია და კლინიკა საკუთარი სურვილით შეიცვალა. სამედიცინო დაწესებულებაში 26 პაციენტი მკურნალობს.