კორონავირუსის ახალი შემთხვევები

კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა საქართველოში. ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ოთხი ინფიცირებულის მდგომარეობა კვლავ პრობლემურია.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 98 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 18 გამოჯანმრთელებულია.

ამასთან, ამ დროისთვის ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმში 4978 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 266.