კორონავირუსის ახალი შემთხვევები

კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში ბოლო 24 საათში. გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს სამი პაციენტი.

ინფიცირების ხუთი შემთხვევიდან ოთხი იმპორტირებულია, ერთი კი სამედიცინო პერსონალია. ამჟამად სხვადასხვა საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 108 პირი გადის. ვირუსის დამარცხება 828 მოქალაქემ შეძლო. გარდაცვლილია 15 პაციენტი. ამ დროისათვის კარანტინში რჩება 3815 მოქალაქე.