კორონავირუსის ახალი შემთხვევა

საქართველოში თვე-ნახევრის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში დაუდასტურეს. ეს არის პირველი შემთხვევა ქვეყანაში, როდესაც კოვიდ-19 ჩვილს გამოუვლინდა. სამედიცინო დაწესებულებაში ასევე აცხადებენ, რომ ვირუსი დედ-მამასა და მათ ორ შვილს დაუდგინდა, რომელთა შორს ერთ-ერთი თვე-ნახევრისაა. როგორც კლინიკაში განმარტავენ, დედასა და ჩვილს მსუბუქად გამოხატული სიმპტომები აღენიშნებათ, ხოლო მამა და მეორე ბავშვი, თავს კარგად გრძნობენ.

ბავშვის მამა ჯანდაცვის სამინსიტროს რეგულირების სააგენტოს თანამშრომელია. კონტაქტები უკვე მოძიებულია.