კორონავირუსის ახალი მსოფლიო სტატისტიკა

ჩინეთში კორონავირუსკოვიდ 19“-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 3 012-მდე გაიზარდა. ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ვირუსისგან უკვე 52 045 ადამიანია განკურნებული. ამასთან, ბოლო 24 საათში, ჩინეთში ვირუსს 31 ადამიანი ემსხვერპლა, დაინფიცირების 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საავადმყოფოებიდან კი 2 189 ადამიანი გაწერეს. ამ დროისთვის, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით 80 409 ადამიანია ინფიცირებული.

ექიმების აქტიური დაკვირვების ქვეშ 33 000-მდე ადამიანი იმყოფება. ვირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა, ხუბეისა და გუანდუნის პროვინციებშია გამოვლენილი.

მსოფლიო მასშტაბით,  „კოვიდ 19“-ს 3 285 ადამიანი ემსხვერპლა, 53 255 ადამიანი კი განიკურნა. საერთო ჯამში, მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით 95 411 ადამიანია დაინფიცირებული. ჩინეთის შემდეგ, ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანი სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანშია დაინფიცირებული.

დაინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა სლოვენიასა და ჩილეში.