კორონავირუსის ახალი მაჩვენებელი

დილიდან ქვეყანაში კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში „კოვიდ-19“ დადასტურებული აქვს 539 ადამიანს. მომატებულია გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც. ვირუსის დამარცხება შეძლო 178 მოქალაქემ. ახალი პაციენტების დიდი ნაწილი თეთრიწყაროდან არის. ნაწილი ინფექციურ საავადმყოფოსა და ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.

მარიამ სეთურიძე დეტალებით.