კორონავირუსის 4 033 შემთხვევა და 39 გარდაცვლილი

საქართველოში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 39 პაციენტი გარდაიცვალა.   ახალი კოვიდპაციენტების რაოდენობით, კვლავ დედაქალაქი ლიდერობს, 1 705 შემთხვევით.  მეორე და მესამე ადგილებს კი იმერეთი და აჭარა ინაწილებენ. რეკორდულია გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. კოვიდ 19-ის დამარცხება 4 061-მა პაციენტმა შეძლო. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 20 387 აქტიური შემთხვევა გვაქვს. რამ გამოიწვია კოვიდვნფიცირებული 19 წლის გოგონას დაღუპვა და რამდენად გაეწია მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება? – საკითხს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყება შეისწავლის. მოკვლევამ უნდა დაადგინოს, პაციენტის მკურნალობის ყველა დეტალი, მიღებული შედეგები კი საზოგადოებას ეცნობება. საკითხზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა დღეს დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა.

დატოვე კომენტარი