კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა და 14 გარდაცვლილი

საქართველოში ახალი კორონავირუსის ინტენსიური შიდა გავრცელება გრძელდება. აუცილებლად დაიცავით რეკომენდაციები, ატარეთ პირბადე, დაიცავით სოციალური დისტანცია და პირადი ჰიგიენა. გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის გამო 14 პირი დაიღუპა. ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია 1872 ახალი ინფიცირებული.

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესახებ დეტალებს მარიამ სეთურიძე გაგვაცნობს.