კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა და 15 გარდაცვლილი

საქართველოში კორონავირუსი დღეს რეკორდულად ბევრმა ადამიანმა დაამარცხა. ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ისგან 2 197 მოქალაქე გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა რაოდენობა კი ბოლო დღეღამეში 1 731 პაციენტი გაიზარდა. გარდაიცვალა 15 კოვიდინფიცირებული. ინფექციის გავრცელების მთავარ კერად უკვე რამდენიმე დღეა თბილისი რჩება. დედაქალაქში ერთ დღეში კორონავირუსით 636 ადამიანი დაინფიცირდა. კვლავ მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი აჭარაში, სადაც კოვიდ-19-ის დიაგნოზი 333 ადამიანს დაუდგინდა.

ინფიცირების მაჩვენებლით მესამე ადგილზე ქუთაისია, რაოდენობა 320-ით გაიზარდა.

მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ მილიონ მოსახლეზე ინფიცირების შემთხვევები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაინც დაბალია. უცვლელია რეკომენდაციები. დახურულ და ღია სივრცეში პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია.

დატოვე კომენტარი