კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა საქართველოში

დღეს 13-ით გაიზარდა საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა ერთი პაციენტი. გამოჯანმრთელდა ერთი ადამიანი.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 864 დადასტურებული შემთხვევაა. განკურნებულია 703 პაციენტი. კოვიდ-19-ით გარდაცვლილია სულ 14 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში რჩება 2 795, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 ადამიანი.