კორონავირუსი - ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე

კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებულ აფხაზეთში. ტესტირება ჩაუტარდა 192 ადამიანს. ხუთ კოვიდცენტრში 57 პაციენტი რჩება, რვა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 967 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 203 და გამოჯანმრთელდა 12 405 ადამიანი.

მოამბე

დატოვე კომენტარი