კორონავირუსი - ვითარება მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ოდენობა 80 მილიონს უახლოვდება. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსმა მილიონ 740 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.  ინფიცირებულთა ოდენობამ  ორ მილიონს გადააჭარბა იტალიაში, სადაც ბოლო 24 საათში 18 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 21 ათასი ახალი შემთხვევა აღრიცხეს საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში კი, ინფიცირებულთა ოდენობა კიდევ 40 ათასით გაიზარდა.  ვირუსის გავრცელებისა და ლეტალობის მასშტაბით,პირველ ადგილზეა ისევ აშშ. რაც შეეხება საქართველოს სამეზობლოს, 3 მილიონს უახლოვდება ინფიცირებულთა რიცხვი რუსეთში. 1.93 მილიონი ინფიცირებული ჰყავს თურქეთს.  156 ათასს აღემატება კოვიდდადასტურებული პირების ოდენობა სომხეთში.