კორონავირუსი - ვითარება მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად 56 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. მათგან ვირუსს  მილიონ 345 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. 250 ათასს უახლოვდება გარდაცვლილთა რიცხვი შეერთებულ შტატებში, სადაც ინფიცირებული 11 მლნ. 500 ათასამდე ადამიანია.  საფრანგეთი გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც ინფიცირებულთა ოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა.  ქვეყანაში პანდემიას 46 ათასზე მეტი ემსხვერპლა. 34 200-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ერთ დღეში იტალიაში, სადაც ბოლო 24 საათში ვირუსმა 753 ადამიანი შეიწირა.  ქვეყნის 17 რეგიონში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებულ პაციენტთა ოდენობა 30 პროცენტს აღემატება.  ამასთან, იტალიაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებისთვის საჭირო აღჭურვილობის დეფიციტია.