კორონავირუსი - ვითარება მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა 190 მილიონს გადააჭარბა. ვირუსს ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, ოთხი მილიონ 82 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის მასშტაბით, აშშ, ინდოეთი და ბრაზილია ლიდერობს.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ამჟამად  ვირუსის „დელტა“ შტამი, ყველაზე მაღალი გავრცელებით გამოირჩევა. დღეისათვის „დელტა“ შტამი 111 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა აღრიცხული. აღნიშნული შტამი ყველაზე ფართოდ ინდოეთში გავრცელებული.

მოამბე