კორონავირუსი - ვითარება მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ოდენობამ 138 მილიონს გადააჭარბა. ვირუსს ორ მილიონ 971 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. კოვიდ-19-ის გავრცელების მასშტაბით, პირველ ადგილზეა შეერთებული შტატები – 31 მილიონზე მეტი ინფიცირებულით, რეგიონის მიხედვით კი, პირველ ადგილს ევროპა იკავებს, სადაც „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი 48 მილიონს ადამიანს აქვს დადგენილი. ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ამჟამად ინდოეთში. რთული მდგომარეობაა ბრაზილიაში. გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა თურქეთში, სადაც ვირუსს ერთ დღეში 279 პაციენტი ემსხვერპლა. ქვეყანაში ოთხშაბათს ორკვირიანი ნაწილობრივი ლოქდაუნი ამოქმედდა.

მოამბე

დატოვე კომენტარი