კორონავირუსი - ვითარება მსოფლიოში

გართულებულია ეპიდვითარება მსოფლიო მასშტაბით. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 561 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებას 8 196 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, სამ მილიონს უახლოვდება. ინფიცირების ახალი შემთხვევების 36 პროცენტზე მეტი, ევროპის რეგიონში ფიქსირდება.

მეორე ადგილზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაა, მესამეზე  – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.

მოამბე