კორონავირუსი - ვითარება მსოფლიოში

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 106 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის ეპიცენტრი ისევ ამერიკაა. ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 59 მილიონზე მეტი დოზაა გადანაწილებული. რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა ევროპის კონტინენტზეც. საფრანგეთში ოთხი ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1.92 მილიონმა ადამიანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მიიღო.

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 307 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსი კიდევ 7 970 ადამიანს დაუდასტურდა. გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამ მილიონ დოზაზე მეტია ადმინისტრირებული. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 8 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 103 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში 44-ით გაიზარდა არსებული მონაცემი. რუსეთში კი ჯამში „კოვიდ-19“-ის სამი მილიონ 900 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული.