კორონავირუსი – ვითარება მსოფლიოში

12:37, 13.01.2021

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა 92 მილიონს აღწევს. აქედან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19  566 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილთა რაოდენობა უკვე ორ მილიონს უახლოვდება. ვირუსი დაძლია სულ 50 მილიონზე მეტმა ინფიცირებულმა. შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ევროპის რამდენიმე ქვეყანა შეზღუდვების გახანგრძლივებას გეგმავს. კარანტინის 10 კვირით გახანგრძლივების შესაძლებლობას არ გამორიცხავს გერმანია. ბელგია დაწესებულ შეზღუდვებს 1 მარტამდე დატოვებს ძალაში. სამი კვირით ახანგრძლივებს შეზღუდვებს ნიდერლანდები.

მსგავსი