კორონავირუსი - ვითარება მსოფლიოში

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 90 მილიონს უახლოვდება.  აქედან 50 მილიონი ვირუსისგან განიკურნა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი მილიონ 925 ათასს აჭარბებს – ასეთია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები. მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში, გლობალური მასშტაბით კოვიდ-19 დაუდასტურდა თითქმის 800 000 ადამიანს. აქედან მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში 270 ათასამდე შემთხვევა აღირიცხა.