კიდევ ერთი მაღალი რისკის ზონა – მესტია. მუნიციპალიტეტში გამოვლენილი 18-კაციანი კლასტერი გაფართოვდა და „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 30-ს შეადგენს. ეპიდემიოლოგთა ჯგუფები დამატებით 1 000 ადამიანის ტესტირების პასუხებს ელოდებიან. კვლევები გრძელდება – კვირის ბოლომდე შესამოწმებელია კიდევ 2 000-მდე პირი.
ბოლო მონაცემებით, გადაადგილების შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, მესტიის მუნიციპალიტეტი უკვე 900-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა, რომლებიც საკარანტინო ზონებში გადაანაწილეს. დაბა მესტიაში, ლენჯერსა და უშგულში საკარანტინო რეჟიმი ძალაში რჩება, რადგან ეპიდემიოლოგები მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფიცირების მაჩვენებლებს ჯერ ისევ საფრთხისშემცველად მიიჩნევენ.