ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა – კოვიდინფიცირებული 1-ლი კლასელია. აღნიშნულ სკოლაში სწავლება დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. დაინფიცირებული მოსწავლის მასწავლებლები და თანაკლასელები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
სკოლის დირექტორის, ირმა შველიძის ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო უკვე დადგენილია, დაინფიცირება დედისგან მოხდა. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომელს.