კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ცხრა გურიაში გამოვლინდა. ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის ორი კლასი, ასევე ნომერ მეორე საბავშვო ბაღი დღეიდან დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. სასწავლო პროცესი ონლაინრეჟიმში გრძელდება გურიის სამ სოფელშიც. შრომაში, ჭყონაგორასა და ჩოჩხათში კვლავაც პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოქმედებს. შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, საჭიროების შემთხვევაში კი ტესტირებაც.