კორონავირუსი - ვითარება აჭარაში

ბათუმის კლინიკა „მედალფადან“ დღეს 82 წლის მამაკაცი გაწერეს.

კორონავირუსი დაამარცხა პაციეტმა, რომელიც თითქმის ერთი თვის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იყო.  სამედიცინო დაწესებულება დატოვა დღეს კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა, რომელსაც განმეორებითი ტესტის შემდეგ „კოვიდ 19“ აღარ უდასტურდება. კლინიკაში დარჩენილ ორ პაციენტს კი დღეს ერთი ინფიცირებული შეემატა, რომელიც კარანტინში თბილისში იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.