კორონავირუსი - ვითარება აჭარაში

პირველ ოქტომბრამდე ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი დისტანციურად ჩატარდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. სწავლის ორი კვირით გადადების შესახებ გადაწყვეტილება საკურორტო ზონაში ეპიდსიტუაციის შედარებით გართულებამ გამოიწვია.

ბათუმიდან პირდაპირ ეთერში ვაკო ორმოცაძე ჩაგვერთვება – რა ვითარებაა აჭარაში და როგორ ხვდება მოსახლეობა ახალ რეგულაციას?