კორონავირუსი - სიმპტომები და პრევენცია

კორონავირუსის რისკებთან დაკავშირებით, რეკომენდაციებით მიმართავენ მოსახლეობას მედიკოსები. ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის პროფესორი აცხადებს,  რომ ისინი პანდემიის მზადყოფნის რეჟიმში არიან. მაია გუგაურის თქმით, რისკჯგუფს ძირითადად საზღვარგარეთიდან შემოსული მოქალაქეები წარმოადგენენ.

პროფესორი საზოგადოებას მოუწოდებს, სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში მედიკოსებს მიმართონ.