კორონავირუსი - შეხვედრა კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან 

საქართველო და „კოვიდ-19“.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება. ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით დღეს მორიგი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. „კოვიდ-19“ გასული დღე-ღამის განმავლობაში 2775 მოქალაქეს დაუდასტურდა. 24 საათის განმავლობაში დაიღუპა 22 მოქალაქე. ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1044 თბილისში გამოვლინდა. გაზრდილი მაჩვენებლიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული „კოვიდ“-პაციენტების მართვაში ჩაერთონ სტომატოლოგები და პენსიაზე გასული ექიმები. პანდემიის მართვის საკითხებზე ჯანდაცვის მინისტრი კლინიკური ჯგუფის წევრებს ხვდება.

თამარ ნადარეიშვილი გაგვაცნობს შეხვედრის მთავარ თემებს.