კორონავირუსი - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

დღეიდან, 22 ივნისიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. გადაადგილებაზე შეზღუდვა კი პირველი ივლისიდან მოიხსნება. გადაწყვეტილებები საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. პირბადის ტარება ისევ სავალდებულო იქნება ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, მათ შორის გაჩერებებზე, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში.

კვების ობიექტების მუშაობა ნებადართული იქნება 00:00 საათამდე. რაც შეეხება ღამის კლუბებს, მათი ფუნქციონირება კვლავ შეზღუდული რჩება.

მოამბე