კორონავირუსი - საფრთხე და პრევენცია

ახალი კორონავირუსის გამო, საქართველოს აეროპორტებში ჯანდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ ზომებს იღებს. არ არის გამორიცხული, ჩინეთიდან პირდაპირი ავიარეისები შეიზღუდოს და ტრანზიტულ რეისებზე მგზავრების კონტროლი გამკაცრდეს. ეს განცხადება სამინისტროში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი ძლიერდება. შესწავლის ეტაპზეა, რა რისკებს შეიცავს ვირუსის მუტაცია, თუმცა ცნობილია, რომ ვირუსი ინკუბაციის პერიოდშიც გადამდებია. მსოფლიოს ახალი გამოწვევა და მისი შედეგები – მარიამ სეთურიძის რეპორტაჟში.

დატოვე კომენტარი