კორონავირუსი - რომის პაპი ვაქცინას გაიკეთებს

რომის პაპს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას მომდევნო კვირაში გაუკეთებენ. ამის შესახებ განცხადება პაპმა ფრანცისკემ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. პონტიფიკოსმა ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველამ უნდა გაიკეთოს, რადგან ეს „ეთიკის საკითხია“. „შენ არ უნდა ეთამაშო შენს ჯანმრთელობას და სხვა ადამიანების სიცოცხლეს არ უნდა შეუქმნა საფრთხე“, – განაცხადა რომის პაპმა. როგორც ცნობილია, 84 წლის ფრანცისკეს ერთი ფილტვის ნაწილი მოკვეთილი აქვს, ამიტომ კორონავირუსს შეუძლია მის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. მომდევნო კვირაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ვატიკანში დაიწყება. პამდემიის პერიოდში ვატიკანში კორონავირუსის 27 შემთხვევა აღრიცხეს.