კორონავირუსი - რეკომენდაციები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას,  მგზავრობის ან ვაჭრობის შეზღუდვის რეკომენდაცია ჯერ არ გაუცია.

ამის შესახებ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა. სილვიუ დომენტეს თქმით, ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტის საგანგებო სხდომაზე, არსებული რისკებისა და პრევენციული ზომების შესახებ იმსჯელეს.

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის ახალი სახეობით, 17 ადამიანია გარდაცვლილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობა ახლა ჩინეთში იმყოფება. ისინი ადგილობრივ ექსპერტებთან და ოფიციალურ პირებთან მუშაობენ, რათა ვირუსის ახალ სახეობასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მიიღონ. საკითხზე ჟენევაში მსოფლიო ჯანდაცვას ორგანიზაცია  კიდევ ერთხელ შეხვედრას დღეს გამართავს. პირველი საგანგებო სხდომა გუშინ  უკვე გაიმართა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას რთული უწოდა.