კორონავირუსი - პრევენციული ზომები

ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას ეხმაურება საქართველო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ გაზრდილი მაჩვენებლის მიუხედავად, ჯერ-ჯერობით არ იგეგმება ირანთან პირდაპირი ფრენების შეჩერება. ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო გადაწყვეტილებას ეპიდსიტუაციის ცვლილების შესაბამისად მიიღებს.