კორონავირუსი - პრევენციული ღონისძიებები

ახალი კორონავირუსის მეოთხე შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ ღონისძიებებს ატარებს.

არსებული ინფორმაციით, უკვე იდენტიფიცირებულია 25 პირი, ვისთანაც პაციენტს ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებამდე ჰქონდა კონტაქტი. მამაკაცი საქართველოში იტალიიდან ჩამოვიდა. ექიმიები აცხადებენ, რომ მისი შემთხვევა კლინიკურად ყველაზე მძიმედ ვითარდება, ვინაიდან მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

თამარ ნადარეიშვილი გვერთვება დეტალებით.