კორონავირუსი - პრევენციული ღონისძიებები

საქართველოში სასაზღვრო და საჰაერო პუნქტებზე კონტროლი ძლიერდება.

ღონისძიებებში „წითელი ჯვრის“ მოხალისეები ჩაერთვებიან. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ითქვა. პრევენციის რა ზომები მოქმედებს საზღვარზე და რა რეკომენდაციებით მიმართავს ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს, – ბოლო ინფორმაციით ხატია ჯამალაშვილი გვერთვება პირდაპირ ეთერში .