კორონავირუსი - პრევენციული ღონისძიებები 

ორშაბათს უნდა გახდეს ცნობილი, რა ტიპის ვირუსი აქვს ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ორ პაციენტს.

კორონავირუსის ეპიცენტრში, ქალაქ უხანში ნამყოფი ქალის და ჩინეთიდან ჩამოსული მამაკაცის ბიოლოგიური მასალა გერმანიაში სადიაგნოსტიკოდაა გადაგზავნილი. აქ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მათ არ აღენიშნებათ არცერთი ვირუსის იმ 20-მდე ტიპიდან, რომლებზეც საქართველოში ტესტი კეთდება.

რამდენიმე საათში უხანში დაფრინდება ანკარიდან გაფრენილი ლაინერი, რომელმაც ვირუსის ეპიცენტრიდან თურქეთის გარდა საქართველოს მოქალაქეებიც უნდა გამოიყვანოს. გადაწყდა, რომ ყველა მათგანი საკარანტინო პერიოდს თურქეთში გაატარებს. დღეიდან საქართველო სხვა ქვეყნების მსგავსად დაავადებასთან საბრძოლველად გამკაცრებულ რეგულაციებს ელოდება. ეს მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი ტიპის კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

დატოვე კომენტარი