კორონავირუსი - პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობა  

საქართველოში ამ დრომდე კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ქვეყანა კვლავ რჩება ე. წ. მწვანე ზონაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში  ვირუსის გავრცელების ნაკლები საფრთხეა. სამი პაციენტი რჩება ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში. მათი სინჯები უკვე გადაგზავნილია როტერდამში, ანალიზის პასუხი კი ხვალ დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ცოტა ხნის წინ, სეზონურ გრიპთან და კორონა ვირუსთან დაკავშირებით, ბრიფინგი გაიმართა დაავადებათა კონტოლის ეროვნულ ცენტრში.

ხატია ჯამალაშვილი დეტალებით.

დატოვე კომენტარი