კორონავირუსი - პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა

ინფექციურ საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს.

მოქალაქე ჩინეთიდან საქართველოში მესამე ქვეყნის გავლით შემოვიდა. საზღვარზე შემოწმებისას მას ტემპერატურა აღენიშნებოდა. ამ დრომდე ინფექციურ კლინიკაში რჩება ის სამი პაციენტიც, რომელთა ანალიზის პასუხებს ქართული მხარე როტერდამიდან ხვალისთვის ელოდება. მომავალში კი საშიში ვირუსის დიაგნოსტირების მიზნით კვლევების უცხოეთში გაგზავნა საჭირო აღარ იქნება. ლუგარის ლაბორატორიაში ახალი ტიპის კორონავირუსის გამოსავლენი ტესტის დანერგვა ხვალიდან იგეგმება.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ინფიცირებულთა სტატისტიკა ყოველდღიურად იზრდება. ამ დრომდე კლინიკებში რჩებიან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც დაავადების ეპიცენტრიდან, ქალაქ უხანიდან საფრანგეთსა და თურქეთში გადაიყვანეს. ხუთივე მოქალაქე კარანტინის პერიოდს სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში გადის.

მარიამ სეთურიძეს ვრთავთ ინფექციური საავადმყოფოდან.