კორონავირუსი - მძიმე ვითარება ინდოეთში

ურთულესია მდგომარეობა ინდოეთში. გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 368 ათასზე მეტი შემთხვევა აღრიცხეს. უკვე მეთორმეტე დღეა ქვეყანაში ყოველდღიულად ვირუსის 300 ათასზე მეტი შემთხვევა დასტურდება. ქვეყნის მასშტაბით, საავადმყოფოები შევსებულია.  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინდოეთში კორონავირუსის 20 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 222 ათასზე მეტი ადამიანი.

მოამბე