832 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი – ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო. დაბალია ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელიც. სპეციალისტები დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ, თუმცა, აქტიურ ვაქცინაციასა და რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი, თენგიზ ცერცვაძე საქართველოში კოვიდპანდემიის დასრულებას წლის ბოლოსთვის ვარაუდობს.
თამარ ნადარეიშვილი დეტალებით.