ეპიდემიოლოგიური ვითარება შედარებით დასტაბილურებულია. 20 000-ზე მეტი ტესტის შედეგად, „კოვიდ-19“ 3 837 ადამიანს დაუდასტურდა. ეს ნიშნავს, რომ დღიური მონაცემები აღარ იზრდება და ციფრების კლების ტენდენცია გრძელდება. ამ ფონზე საინტერესოა, დატოვებს თუ არა მთავრობა ძალაში 24 დეკემბრიდან მკაცრი შეზღუდვების დროებითი მოხსნის გეგმას ძალაში.
გადაწყვეტილების მიღებამდე, პრემიერმა კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებს მოუსმინა. სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელების ნაწილი შეზღუდვების შენარჩუნების მომხრეა. მეორე ნაწილი კი ხელისუფლებას შეზღუდვების მხოლოდ ნაწილობრივ შემსუბუქების რეკომენდაციას აძლევს.