კორონავირუსი და აქციები

დაგეგმილ საპროტესტო აქციებზე კოვიდ-რეგულაციების დაცვაზე განცხადებები გაკეთდა ოპოზიციაში.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციებზე დაცული იქნება რეკომენდაციები. მოქალაქეები უზრუნველყოფილი იქნებიან პირბადეებითა და სადეზინფექციო ხსნარით. ოპოზიციის წევრები ხელისუფლებას პოლიტიკური მიზნებისთვის პანდემიის გამოყენებაში ადანაშაულებენ და „ქართულ ოცნებას“ კოვიდ-რიცხვებით მანიპულირებაში დებენ ბრალს. მათივე განცხადებით, პანდემიის პირობებში აქცია რისკის შემცველია, თუმცა პროტესტი მძიმე პოლიტიკური მდგომარეობით არის გამოწვეული.