კორონავირუსი ­- ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

15 ახალი შემთხვევიდან, ცხრას სვანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ოთხი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია, ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ერთი კი ქალბატონი, რომელიც ქობულეთში კაფე „ჰავანაში“ იყო დასაქმებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ვითარება კონტროლირებადია, თუმცა აუცილებელია მოსახლეობამ რეკომენდაციები ზედმიწევნით დაიცვას, რადგან ქვეყანაში არიან პაციენტები, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია. ეს განცხადება პაატა იმნაძემ მთავრობის კანცელარიაში გააკეთა. ეპიდემიოლოგიური ვითარება დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს.