კორეის ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

12:08, 19.02.2025

მაკა ბოჭორიშვილს კორეის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ თბილისში კორეის საელჩოს გახსნა პოზიტიურ როლს შეასრულებს სამომავლო თანამშრომლობის პროცესში. შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკის, განათლების, ტურიზმისა და კულტურული კავშირების გაღრმავების საკითხები. აღნიშნა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების წარმატებული თანამშრომლობა და კორეის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოსთან საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის შექმნის მნიშვნელობა.

 

მსგავსი