კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს ფართები გადაეცათ
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 60 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა. მათ ბინები დიდ დიღომში, არჩილ მეფის ქუჩის N23-ში მიიღეს. ამ მისამართის ახალ მობინადრეებს სიმბოლური გასაღებები დედაქალაქის მერმა გადასცა. ახალი კორპუსის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და გასული წლის ბოლოს დასრულდა. კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროცესი 2018 წელს დაიწყო და პროგრამის ფარგლებში, უძრავი ქონება უკვე 2 500-ზე მეტ ოჯახს გადაეცა.