კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა ეტაპობრივად დაკმაყოფილების პროცესი გრძელდება.

საცხოვრებელ ფართებს რამდენიმე თვეში კიდევ 40 ოჯახი მიიღებს. მათთვის კორპუსს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია დიდ დიღომში აშენებს.

90-იან წლებში დაზარალებულ ოჯახებს, რომლებიც ბინებს წლები ელოდნენ, ფართების გარემონტება თავად მოუწევთ.

მომდევნო ეტაპისთვის უკვე შერჩეულია კიდევ 700 ოჯახი. გამოსავლენია ის დეველოპერული კომპანიები, რომლებიც მათთვის კორპუსების აშენებას უზრუნველყოფენ.

ჯამში საცხოვრებელი ფართები 3 000 ოჯახს უნდა გადასცენ.