კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები თბილისის ვიცე-მერს შეხვდნენ

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების თბილისის ვიცე-მერთან შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა.

ვიცე-მერის განცხადებით, საკითხს შეისწავლიან და პასუხს ორ კვირაში გასცემენ.

შეგახსენებთ, ისინი ითხოვენ საკუთრებაში დაუბრუნდეთ კოოპერატიულ ბინათმშენებელეთა ამხანაგობა დიღომი 633-ის ფართები. მანამდე კი, მათ უფლებადამცველ მამუკა ტუსკაძის ორგანიზებით, თბილისის მერიასთან აქცია გამართეს, სადაც, მათი განცხადებით, დიღომი 633-დან უკანონოდ მცხოვრები მოქალაქეების გამოყვანა და ამ კორპუსის მათ საკუთრებაში დაბრუნება მოითხოვეს.

აღნიშნული მოთხოვნების გასაცნობად აქციის მონაწილეები თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ითხოვდნენ შეხვედრას.