კოოპერატიული ბინათმშენებლობის პრობლემა

ათეულობით მოქალაქისთვის შესაძლოა მრავალწლიანი ლოდინი დასრულდეს.

დედაქალაქის მთავრობა კოოპერატიული ბინათმშენებლობის პრობლემის გადაჭრას ახალი სქემით ცდილობს.

დიდ დიღომში მერიის მიერ გამოყოფილი დაახლოებით 18 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთები ინვესტორებს გადაეცემა. აშენებულ კორპუსებში კი ბინების ნაწილს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც საცხოვრებელ ფართებს თითქმის 30 წელია ელოდებიან. კონკრეტული პირობების გაცნობის შემდეგ მერია ახლა პოტენციური ინვესტორების გამოხმაურებას ელის.